საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში, რომლის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე ქვეყნების მიერ განათლების უწყვეტობისა და ტრანსფორმაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება წარმოადგენდა.
2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მობილობის პირობები განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს ეწვია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად პირადად შეაფასა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები.
ნინო დოჯურიშვილი - „როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლება გამოწვევების წინაშე იდგა, საჭირო იყო კვალიფიციური კადრები. გადავწყვიტე, ამ განხრით გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე, გავმხდარიყავი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და პოზიტიური გავლენა მქონოდა იმ ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“
სკოლებში პედაგოგთა ტესტირება პროტოკოლით განსაზღვრულ ვადებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 82 წლის იუბილეს ულოცავს:
აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი და ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდიც ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემურ სავალდებულო ტესტირებას აგრძელებს. კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ტესტირება უკვე მეოთხედ ჩატარდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მოქმედ კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასწავლო სახელოსნოს აშენებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.