მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს 138 საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ მათგანს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვივნენ და შრომითი უნარების კურსს დაესწრნენ საკონდიტრო და სარესტორნო საქმის მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობასა და საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე გაკეთდა.
მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.
საქართველოში პროფესიული განათლების ევროპული კვირეული დაიწყო, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და იმიჯის გაუმჯობესება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, კონფერენცია „უნარები ტურიზმისათვის და ტურიზმი უნარებისთვის,, გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების საკითხებს ეხებოდა.
კომპანია „კნაუფის“ ბაზაზე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც განათლების მიღებისა და გადამზადების ნებისმიერი მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს სპეციალურ პროფესიულ განათლებას მშრალი და ტრადიციული მშენებობლობის სხვადასხვა დარგში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯენერ ედელმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე თავისი ხედვა გააცნო.
თბილისის კლასიკური გიმნაზია შეუერთდა აქციას „ მე აქ ვარ'', , რომელიც მიზნად ისახავს დედაქალაქში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისათვის 15 წლის ზემოთ, ცენტრის შექმნას. ცენტრის შექმნის იდეა ეკუთვნით „ აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდს'', რომელიც დაარსებული იქნა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების მიერ.