საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით კონფერენცია ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად’’ გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალ ფორმატში წარდგენის პროცესი საჯარო განხილვის ეტაპზე გადავიდა. სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის 2017-2022 წლების ფარგლებში, სკოლამდელი განათლების მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის ბაღების გაერთიანების დირექტორი ბატონი თემურ თორდინავა, ბაღების დირექტორები და სხვადსხვა სამთავრობო და არსამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და კონსულტანტები არიან. დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობენ.
პროფესიულ კოლეჯ იკაროსში, სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის „სკოლაში შრომითი უნარების განვითარების“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლებში განსახორციელებელი 5 პროგრამის შესახებ პრეზენტაცია კოლეჯის პედაგოგებმა წარმოადგინეს.
საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები პროფესიული უნარების (Worldskills) მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ. შეჯიბრი 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში იმართება. ჩვენი სტუდენტები 77 ქვეყნის წარმომადგენლებს 7 პროფესიაში შეეჯიბრებიან - სამზარეულო და საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.