გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ორგანიზაცია „სენიორ ექსპერტების სამსახურის“ (SES) წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატში ერთობლივი პროექტის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებში პედაგოგთა საჭიროებების დადგენას ითვალისწინებდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დასრულდა. პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა.
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, უსაფრთხო სკოლის თემატიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის "NASRO" რიგით 27-ე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამასახურის წარმომადგენლები.