საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორს სტეფან სმიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მშვიდობის კორპუსსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და სექტორებს შორის არსებული პროგრამული პრიორიტეტები.
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში კულტურული და საგანმანათლებლო დიპლომატიის განვითარებისა და დიასპორებთან თანამშრომლობის საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მეორე შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების დესპანს (U.S. Science Envoy), პროფესორს ნანოტექნოლოგიების სფეროში მარკ ჰერსამს შეხვდა.
პედაგოგებთან შესახვედრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, კახეთის რეგიონს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი სამუშაო შეხვედრა საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლაში საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან გამართა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016“ დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადა (IChO-48) 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობისათვის საქართველოს 75 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ეწვია.
ტექნოპარკში გრძელდება ინკუბაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ინკუბატორის გუნდებმა ე.წ ფიჩინგი გამართეს და საკუთარ ბიზნეს იდეები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს წარუდგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოზარდი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა კონფერენცია გაიმართა.
ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების კომიტეტის წევრებსა და საქართველოში მოქმედი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეხვდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის სტანდარტული შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გრანტის გადაცემა, სოფლის მეურნეობაში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ პროფესიულ პროგრამაზე გაიმართა: ვებ პროგრამირება; კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა USAID მისიის ხელმძღვანელს დაგლას ბოლს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.