პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურენოვან მოხალისე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგებმა და სკოლის დირექტორებმა.
ბათუმში გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა, რომელშიც სხვა მინისტრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც მონაწილეობს.