სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში,
პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის
საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მონაწილეებს
მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ
და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის
დირექტორმა კატერი კლემენტმა.