უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი და მიმზიდველი გარემო სასწავლო შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს საჯარო სკოლების მოვლა-შენახვის სისტემის შემუშავების პროექტს.