მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მას 200-მდე სტუდენტი დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“ ფარგლებში, მოსწავლეებისათვის ნახატებისა და ესეების კონკურსები ჩატარდა. სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დააჯილდოვეს.
ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.