Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
22/02/2014
მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის განკუთვნილი ახალი დამხმარე სახელმძღვანელოს, „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოწვეულ სტუმრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა წარუდგინეს.
21/02/2014
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში ახალი სკოლა შენდება. სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ და პირადად გაეცნენ მშენებლობის მიმდინარეობას.
20/02/2014
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა  2014  წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
19/02/2014
საქართველოში პირველად, ამერიკული უნივერსიტეტები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელებენ საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო სპეციალობებში, ტექნოლოგიებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

 

18/02/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
17/02/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ დღეს, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და საკლასო შეფასების სისტემის შემუშავების პროექტის“ პრეზენტაცია გამართა.
17/02/2014
მედიაში გავრცელებულ არაერთგვაროვან და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 (აშშ დოლარის) მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.
11/02/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
10/02/2014
კონკურსი „მე–ომბუდსმენი 2013“ დასრულდა. დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ფინალისტებს გამარჯვება მიულოცეს და შესაბამისი ჯილდოები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში თომას ჰამარბერგმა.
08/02/2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის წარმომადგენლები ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდნენ. კონფერენცია UNICEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალი გამოწვევები და გეგმები განათლების სისტემაში“ ფარგლებში გაიმართა.

06/02/2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან  დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

05/02/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia) ორგანიზებით, დონორთა 2014 წლის პირველი საკოორდინაციო შეხედრა გაიმართა.
04/02/2014
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო, კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტთან (IPM-Research) თანამშრომლობით,  „მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. 
03/02/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დებატები გაიმართა თემაზე „პროფესიული განათლება და ტრენინგები სქართველოში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობით.
03/02/2014
2013-14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, დღეს, 11 საათზე ელექტრონული პორტალი გაიხსნა. ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge სტუდენტებს არჩევანის გაკეთება 13 თებერვლის 18 საათისა და 30 წუთის ჩათვლით შეეძლებათ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >