საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბელორუსის განათლების მინისტრს მიხეილ ჟურავკოვს შეხვდა, რომელიც ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის განათლების სფერო მიმოიხილეს, ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.