დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 158-ე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მანდატური საავადმყოფოში მოინახულა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვა.
2013
წელს 57 საჯარო
სკოლის გაზიფიცირება განხორციელდა, 37 სკოლაში გათბობის ახალი სისტემა
დამონტაჟდა.
პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს თანამონაწილეობით ახორციელებს.
კაჭრეთის პროფესიულ
კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და
თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობის ინიციატივითა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სამწუთიანი ფილმების ფესტივალის
„ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ დაჯილდოების
ცერემონიალი გაიმართა.
სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრი უფროსის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმეორებით კონკურსს აცხადებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის 2014 წლიდან ამოქმედდება.
თბილისის ნოდარ
დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თაეტრში სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვებისა და მათი თანატოლების მონაწილეობით სპექტაკლების
ჩვენება გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2013 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
საფრანგეთის საელჩოს, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და კომპანია
„ჯივიესის“ მხარდაჭერით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ ფრანგი ცნობილი მეღვინე ექსპერტი (სომელიე)
მარი ბორდიე მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის შეცნობის ხელოვნებას ასწავლის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმიკაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მოსახლეობისთვის ახალი სკოლის მშენელბლობის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმების დეპარტამენტმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი
,,ეროვნული მოდელი -
განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა
სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლოპროცესის მიღმა დარჩენილი
ბავშვებისთვის საქართველოში“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი.