მედიაში გავრცელებულ არაერთგვაროვან და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 (აშშ დოლარის) მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.