საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში ”ახალი წელი
სკოლაში” გამარჯვებულები დააჯილდოვა.
თბილისის №51, №24 და №10
საჯარო სკოლებს
სამინისტროსგან საჩუქრად Smart-Board-ები გადაეცათ.
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან
ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს
თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ინიციატივით, 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე გამარჯვებული ქართული
ჯგუფი “Candy”-ის წევრები ინგლისში New College Nottingham-ში ინგლისურ
ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ და ბავშვებს ახალი წელი
მიულოცეს. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე
მათთან
ერთად გაატარეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს,
რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება,
რომელიც როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში
ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა
მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.
თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული
რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების
მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი
წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა. პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ინიცირებული ”კახეთის განვითარების პროექტის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ
კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში ”აისი” კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კახეთში
ტურიზმის განვითარებისა და ამ პროცესში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მონაწილეობის
საკითხი განიხილეს.
მანდატურებმა
სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები
მოინახულეს. ახალიწელი მანდატურებმა
მოზარდებთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საახალწლო
საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა თბილისის 173-ე
საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს მაია ქემოკლიძეს შობა მიულოცა
და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.
მანდატურებმა №200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს, შობა
მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. სკოლის
მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენაგამართეს .
პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისურსა და
საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განახორციელა. პირველადი შედეგების თაობაზე მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.