საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი
მაკგოლდრიკი16 პროფესიული სასწავლებლის დირექტორებს შეხვდნენ და
პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილი 750 სასწავლო სახელმძღვანელო
გადასცეს.
პრეზიდენტის ინიცირებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟება თბილისის 20-ზე მეტ სკოლაშია დასრულებული. პარალელურად, შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
2010-2011 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე მინისტრმა სასწავლო პროცესის დაწყებაზე, დასრულებასა და
არდადეგეგბზე გააკეთა ძირითადი აქცენტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ
რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “თბილისი მარიოტში” ახალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის’’
პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ
სპორტული კოლეჯის მშენებლობა
მოინახულეს.
დუშეთის რაოინის სოფელ მლეთაში ახალი საჯარო
სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის
განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თოდუამ ადგილზე მოინახულეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი
თოდუამ 45-ე საჯარო სკოლაში ახლად
გაკეთებული სპორტული დარბაზი
დაათვალიერეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ინგლისურენოვან
პედაგოგთა
მეორე
ნაკადს
შეხვდა.
ამერიკიდან,
კანადიდან,
ინგლისიდან,
პოლონეთიდან
და
სხვა
ქვეყნებიდან
ჩამოსული
102 უცხოელი
გურიაში,
სამეგრელოსა
და
აჭარაში
ქართულ
ოჯახებში
გადანაწილდებიან.
14 აგვისტოს საქართველოში პროექტის
,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად,, ფარგლებში უცხოელი პედაგოგების მეორე
ნაკადი ჩამოვიდა. ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სტრუქტურას შორის
ავტომატურ რეჟიმში მოანაცემების გაცვლას.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა ორდღიანი სამუშაო
კონფერენცია, სადაც გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის დაწყება საქართველოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ვასწავლოთ ქართული ენა, როგორც
მეორე ენა” პროგრამაში გამარჯვებულ 20
მასწავლებელს სერთიფიკატები გადასცა.
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო
და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ საერთაშორისო კონკურსის -
”ალიანტე 2010” 15 გამარჯვებულს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა. კონკურსის
ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“.