საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტები
ზოგად უნარებში გამოცდას აბარებდნენ. 5-6 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ
14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა მეორე გამოცდის (ზოგად უნარებში)
პირველი სესია დაიწყო.