სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს. კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა საგნისთვის და
დაწყებითი საფეხურის რამდენიმე სახელმძღვანელოზე, სულ 40 ერთეულზე.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის რაიონში ახალ სკოლას
აშენებს. სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა
მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა.
გრძელდება წარჩინებულ
მოსწავლეთა დაჯილდოება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ირინე ქურდაძემ “განსაკუთრებით
ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის”
ფარგლებში, სამეგრელო-ზემო
სვანეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები
გადასცა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა
საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნება
დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების
ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ყველა საგნის მიხედვით, აბიტურიენტთა, სტუდენტთა და
მაგისტრობის კანდიდატთა ქულები და
ნაშრომებია განთავსებული.
საქართველოს მასშტაბით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებში ყველა პირველი კლასის
დამრიგებელთა ტრენინგი მიმდინარეობს. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გადამზადების
პროცესს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რუსეთ-საქართველოს
ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ერთ-ერთი მათგანის, კაპიტან ლერი ლაგურაშვილის
შვილს ანა ლაგურაშვილს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და
წიგნები გადასცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო
დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
”პრაიმტაიმის” ინიციატივით აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო შეუერთდა. კოკა სეფერთელაძემ და მანდატურებმა 2008 წლის
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოები ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც
სოციალურად დაუცველ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს
უფასოდ ისწავლონ კერძო
სკოლებში
გრძელდება.
სასწავლო
დაწესებულების მანდატურები და პარლამენტის წევრები რუსუდან კერვალიშვილი, ლაშა თორდია და ვახტანგ
ბალავაძე, ბავშვთა სოფელ თბილისს“ ესტუმრნენ, ბავშვთა სახლში 5 წლიდან 14
წლამდე 70 აღსაზრდელი ცხოვრობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს
სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა
მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში
კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი დაასრულა.
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
საქართველოს თითქმის
ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის პედაგოგები ნოთინგჰემში ორკვირიანი სასწავლო კურსის გასავლელად
გაგზავნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
ბრძანებით 2011-2012 სასწავლო წლიდან აკრედიტირებულ და ავტორიზებულ
უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება.
სამთავრობო პროგრამის ”ერთიანი საქართველო
სიღარიბის გარეშე” ფარგლებში, სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით
უზრუნველყოფს. წელს წიგნების გადაცემის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთვება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში, 6 აგვისტოს ელისო
ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.