2010 წლის 10 ივნისს, საქართველოს პედაგოგთა
და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია
იმის შესახებ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო უხეშად ერევა
პროფკავშირის საქმიანობაში. ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არ
შეესაბამება სიმართლეს და პროფკავშირების საქმიანობაში სამინისტროს მხრიდან
არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი.