საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე
ქურდაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს
ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი
კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვივნენ
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება.
ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, ახალი
ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ
კურსდამთავრებულთა ათეულს შეხვდა, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე ყველა
საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მინისტრმა მათ პირველი დიდი წარმატება
მიულოცა და ისინი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენციის მუშაობაში მიიღო
მონაწილეობა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ სომეხ კოლეგებს ის უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ცენტრი
დაათვალიერებინა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს
წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების
მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე
საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული
ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას
,,ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმებისა და შეფასების ცენტრი 2011 წლის 6 და 7 ივნისს მთელი საქართველოს
მასშტაბით IV კლასის მოსწავლეთა ეროვნულ შეფასებებს ატარებს. შეფასება
ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში ტარდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის
პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრი ტექნიკური
უნივერსიტეტის შენობაშია განლაგებული და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.
მანდატურები და თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო
ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული იხილეს“.
საატესტატო გამოცდების
შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი
ანდრიაშვილმა, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საინფორმაციო
პორტალის www.onlinenews.ge-ს მიერ ორგანიზებულ საგანგებო ბრიფინგზე
შეაჯამეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები
თბილისისა და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX, X,
XI-კლასელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მსოფლიოს
ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების
ხელმძღვანელებს შეხვდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში
მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
კოკა სეფერთელაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით
საყვარელიძემ თბილისის კლასიკური
გიმნაზიის უფროსკლასელებს საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების
კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.