საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში
სამაგისტრო
პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის 30-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე ”სამოქალაქო
თავდაცვისა და უსაფრთხო სკოლის პროგრამის”ფარგლებში
ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ.
მათ მეგზურობა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა გაუწიეს. მოზარდებმა
სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს, ნახეს რა მომზადებას გადიან მეომრები და
როგორ
არიან აღჭურვილნი.
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის
ღვაწლმოსილ
მასწავლებელს ბატონ
გიორგი ზუბიაშვილს
სახლში ეწვია, გიორგობა
მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი რუსთავის საჯარო და კერძო
სკოლების 500-მდე პედაგოგს შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა
ლევან ალექსიძემ მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა
საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს.
სამეცნიერო სფეროში მიმდინარე
პრიორიტეტებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინიტრი დიმიტრი
შაშკინი
და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 52-ე
საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პრეზიდენტის ინიცირებული
პროექტის
”ALUMNI-ს” ფარგლებში სკოლის
კურსდამთავრებულის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ
იობიძის
ფინანსური მხარდაჭერით ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარემონტდა
და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს
კონკურსს პროგრამებზე - ”ასწავლე
საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით
დასახლებული რეგიონების სკოლებში”.
10 მაისს სრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მსურველთა რეგისტრაცია.
პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტრუდენტთა დაფინანსების პრინციპებზე
ბრიფინგი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
მაია მიმინოშვილმა გამართეს.
თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მომუშავე
ოცდაორ მანდატურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
და
სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა
დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცეს.
საერთაშორისო
ოლიმპიადებისთვის პირველი შესარჩევი ტურები მათემატიკასა და ფიზიკაში
თბილისის №98 საჯარო სკოლაში შემდეგი განრიგით გაიმართება: მათემატიკასა
და ფიზიკაში I და II
ტურები: 1 და 2 მაისი. III და IV
ტურები - 12 და 13 მაისი;
საქართველოში აკრედიტებული
საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და
წარმომადგენელები
ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში
მიმდინარე რეფორმას, ასევე, 2010-2011 წლების ახალ ინიციატივებსა და
გამოწვევებს გაეცნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა. ახალი აუზი ერთადერთია
ისანი-სამგორის დასახლებაში და გარკვეული შეღავათებით შვიდ საჯარო სკოლის
მოსწავლეებს მოემსახურება.
,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ პროექტის
პარალელურად
ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსი’’ საქართველოში მოხალისე
ინგლისურენოვანი მასწავლებლების მოზიდვას წარმატებით ახორციელებს.