პრეზიდენტის ინიცირებული
პროექტის ,,წარმატებული კურსდამთავრებულების
კლუბის - ALUMNI-ის’’ შედეგების გამოქვეყნება გრძელდება. ამ პროექტის
ფარგლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თელავის №1
საჯარო სკოლას
ეწვივნენ და ,,ALUMNI-ის’’ შედეგები
გააჟღერეს.
პრეზიდენტის ინიცირებული
პროექტის ”წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის - ALUMNI-ს” პირველი
შედეგები უკვე ცნობილია. მათ შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის
№1 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ,,ალუმნაი’’ კლუბის
წევრებთან
შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს საჯარო
სკოლებში ეროვნული შეფასება ჩატარდა,
რომლის შედეგადაც დადგინდა, რა ცოდნა და უნარები აქვთ ქართულ ენასა და
ლიტერატურაში მეცხრე კლასელ
მოსწავლეებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის საჯარო სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის
მიღება 20-დან 45 წლამდე დაინტერესებულ
პირებს შეეძლებათ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის სასკოლო
ჩემპიონატში
გამარჯვებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №23
საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ლიტერატურულ
ნაწარმოებებთან ერთად ქართველ კლასიკოსთა საყმაწვილო ლიტერატურის კრებული
გადასცა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული
სწავლების ცენტრ ”სპექტრში” ახალი სადურგლო საწარმო გახსნა და ავეჯის
დამამზადებელი დანადგარის (წნეხის) გამოყენებით, პირველი პროდუქციის -
ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი ლამინატის გამოშვებას დაესწრო.
თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლაში სამოცი წლის
იუბელე გაიამრთა. სკოლა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას
”ალუმნაის” პროგრამასთან დაკავშირებით და სკოლის წარმატებული
კურსდამთავრებულების კლუბი დააფუძნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, სასწავლო პროცესის დროს არ დაუშვას სკოლის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.
ქუთაისის №17
საჯარო სკოლაში 2010 წლის 19 აპრილს ჩატარდა
კონკურსის "The Best Linguist” მესამე დასკვნითი ტური, რომელშიც
მონაწილეობა 56-მა კონკურსანტმა
მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
საქართველოს სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი
უწყებათა პირველმა პირებმა დიმიტრი
შაშკინმა და გიორგი ტუღუშმა მოაწერეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. თელავის მე-9
საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ენდოკრინოლოგიური ცენტრის -”ჯანმრთელი
ცხოვრების” ხელმძღვანელმა ელენე გიორგაძემ მოსწავლეებს ფარისებრი
ჯირკვლის უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარა და მოსწავლეთა მშობლებს
შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის
№1103 ბრძანებით 2006 წლის
28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა
ცვლილება ნიშნის გამოყვანის წესთან დაკავშირებით.
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სააქტო დარბაზში მხიარულთა და საზრიანთა
გუნდებს
შორის თბილისის სასკოლო ჩემპიონატი გახსნა.