საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ფერმწერის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, პროფესორ ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.
30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს დღიანი კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.
არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება.
ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველმა კომიტეტმა „ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ მანიფესტი გამოაქვეყნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის ახლადდანიშნულ ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
26-27-28 ნოემბერს ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მუზეუმების ორგანიზებით ვიდეოლექციები ჩატარდება. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: www.captain2020.ge