ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმი გაიმართა. ფორუმში 95 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს 800-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თვრამეტი სამეცნიერო წიგნი გამოსცა. უნიკალური შინაარსის სამეცნიერო ლიტერატურა დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს სამომავლო კვლევებში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, ისეთი როგორიცაა უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით წარმოდგენა და სხვა .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის 161-ე საჯარო სკოლა და კერძო სკოლები „ლოგოსი“ და „ჰამილტონი“ მოინახულა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა აზერბაიჯანის ახალ ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ამჯერად, სოფელ ვარდისუბნის და სოფელ იყალთოს საჯარო სკოლები მოინახულა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.