საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს „კრეათონს“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში.
სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალური ფორმებით გამოხატავს პროტესტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ისევე როგორც თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომლობის ყველანაირი ფორმატი შესთავაზა.
თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და იგი სააქციო საზოგადოებამ „აეროსტრუქტურები, ტექნოლოგიები, ცილკონი“ (JSC "Aerostructures Technologies Cyclone") წარმოადგინა.
Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.
ევროკომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, „ტურინის პროცესის” აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი, რეგიონული კონფერენცია გაიმართა.
გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომში ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოწვევით, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 19-20 ნოემბერს ყოველწლიური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონფერენცია ტარდება, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის, შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების თემაზე, სემინარი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან უკვე გატარდა და რომელიც, პროფესიული განათლების სისტემაში იგეგმება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს, საელჩოს წარმომადგენლებსა და პარიზი - სორბონა აბუ დაბის უნივერსიტეტის დელეგაციას, შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბრიტანეთის საბჭოს (British Council) რეგიონალურ დირექტორს ენდი ვილიამსს და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს საქართველოში ზაზა ფურცელაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის კიდევ უფრო პოპულარიზაციას და სწავლების არეალის გაფართოებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 1000-მდე პედაგოგთან გამართა შეხვედრა ამბროლაურსა და ცაგერში. შეხვედრების დაწყებამდე მინისტრმა რეგიონის წარჩინებული მეათეკლასელები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის 151-ე და 128-ე საჯარო სკოლებს და კერძო სკოლა მწიგნობართუხუცესს ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
ქალაქ ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.