ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე შეხვედრა გამართა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და აკადემიურ საბჭოსთან.
ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლებში ვიზიტებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის N64 საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო წლის დაწყება ამ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა.