საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა.
უნივერსიტეტი უპირველეს ყოვლისა აკადემიური საქმიანობის სივრცეა, სადაც სრული ავტონომიის პირობებში, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.