თბილისის
#150 საჯარო სკოლაში პროგრამის „მომავლის
თაობა“ ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების
დამხმარე სახელმძღვანელოების გადაცემის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც
მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა,
ამერიკის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის
წარმომადგენელმა ნინო ბუაჩიძემ და პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა
მარინა უშვერიძემ
მიიღეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანულ სკოლებში ერთწლიან კურსს გაივლიან, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის
შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო
სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილესთან და ნორვეგიის
სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და აზრებაიჯანში
სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ქართული მხარის მიერ ინკლუზიური პროფესიული
განათლების
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა.
დღეს, „ინტელექტის დღე 2015" ოფიციალურად გაიხსნა. მუნიციპალური ეტაპის ცენტრალური მოედანი თბილისის პირველ კლასიკურ
გიმნაზიაში მოეწყო, სადაც თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის
„რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. თამაშს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრნენ.
ფსიქოლოგიური
მომსახურების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ
სანიკიძემ ამჯერად, ქალაქ გორში გახსნა. ანალოგიური ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისში,
ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში. ფსიქოლოგიური
მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე
ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ
მომსახურებას სთავაზობს.
აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(USAID) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით,
დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო რესურსების
გამოფენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ სანიკიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი
სტეფენ ჰაიკინი დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით
მყოფ კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტს, ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების
პროგრამის გენერალურ მენეჯერს ჯონ დევისს
შეხვდა.
სმენადაქვეითებული
და სმენის არმქონე
მოსწავლეთა 203-ე სკოლა-პანსიონისთვის
განხორციელებული პროექტის დასრულების
ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ამერიკის
ელჩმა საქართველოში რიჩარდ
ნორლანდმა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა
მიიღეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ
ინკლუზიური პროფესიული განათლების მეორე საერთაშორისო კონფერენცია:
„შექმენი შესაძლებლობა“ გახსნა, სადაც მონაწილეებმა ადგილობრივი და
საერთაშორისო ხედვის ანალიზის საფუძველზე, ხარისხიანი პროფესიული
განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd)
ხელმძღვანელი ნენსი პარკსი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამინისტროსა და პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს ოკუპირებულ
ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა
სიას, რომელთა 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო
აფინანსებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მეორე წელია
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას ახორციელებს, რომლის
მიზანია IX-XI კლასის მოსწავლეების
დახმარება საკუთარი
შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში, რაც საბოლოოდ მათ
პროფესიის არჩევაში დაეხმარება.
გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.