საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისინი დახმარებას უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის რევიზიის პროცესში, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სამინისტროსა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლებს.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის 15 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე და დასრულდება 9 ივნისს - 20:00 საათზე.