საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის, თელავთან დამეგობრებულ, ქალაქ ბიბერახის საშუალო სკოლასა და პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ, სადაც ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგი საქართველოში”. კონფერენცია პროექტის „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო ინკლუზიური განათლების სფეროში მონიტორინგის ინსტრუმენტის / ინდიკატორების შემუშვება.