საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ კახეთის
რეგიონის საჯარო სკოლების 213 მეათეკლასელი პერსონალური
კომპიუტერებით დაასაჩუქრა. ღონისძიება
დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მის დაბადების
დღეს, 8 ნოემბერს გაიმართა.