პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებულ პროექტს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია“, როგორც ადამიანური რესურსების, ისე სასწავლო მასალებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.