საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა
და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, კაჭრეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ოზურგეთის,
სენაკის, გორისა და დიდი ჯიხაიშის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში 900-მდე ტრაქტორისტ-მემანქანე
35 დღიან გადამზადების კურსს გაივლის.
საქართველოს განათლებისა
და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით დიდ
ბრიტანეთში იმყოფებოდა,
სადაც იგი განათლების მინისტრების ფორუმში მონაწილეობდა. აღნიშნულ ფორუმს,
განათლების მინისტრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემატური სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გიორგი
დვალი და კომისიის
წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს შეხვდნენ და ზოგადი
განათლების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი
დასრულდა. კომისიის
მიერ გამსვლელ ქულად განისაზღვრა 65 ქულა.
წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება.
მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი
ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს
ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე „რა ვიცით ექვთიმე
თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების
კონკურსს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური
შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიისსახელზე სამინისტროსა და შესაბამის რესურსცენტრებში
2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით 830 განცხადება შემოვიდა.
საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები
გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართება, მეორე ეტაპი - 2013 წლის 20
მაისიდან29 მაისის
ჩათვლით.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის
სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვას
იწყებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელებთან გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების კათედრების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
ყაზახეთის ჟაუტიკოვის მე-9
საერთაშორისო
ოლიმპიადაზე
საქართველოს ნაკრებმა პირველი
ადგილი მოიპოვა. ქალაქ ალმატიში გამართულ ოლიმპიადაში მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში
ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური
სკოლის, ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური
სკოლისა და თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის
უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის
მოადგილე
ნადა
მარასოვიჩი
და
გაეროს
ბავშვთა
ფონდის
განათლების
მრჩეველი
ფილიპ
ტესტოტ-ფერინი
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს და სამინისტროს სხვა
წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ აამოქმედა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების
მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე
მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ.
საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2011-2015 წლების თანამშრომლობის პროგრამის
ფარგლებში დღეს, სიღნაღში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და საქართველოს პარლამენტის
წევრი დავით ლორთქიფანიძე დღეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის
საჯარო სკოლას ესტუმრნენ.