საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო
სკოლის
კურსდამთავრებული
ესმა გუმბერიძე, ტექნიკურ
უნივერსიტეტში
რეგისტრაციის
გასავლელად
მიიყვანა
და პირველი სესიის
რეგისტრაციის
პროცესს
დაესწრო.
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი ამჯერად ქვემო ქართლის
რეგიონის საჯარო სკოლების 44-მა მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი
ჩახნაშვილმა კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც საბაზო
საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულ
ეროვნული შეფასების საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების
ეროვნული ცენტრის
დირექტორმა ხატია დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების
პირველი დღე
შეაჯამეს.
საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველმა
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 145 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე ერთიანი ეროვნული
გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში
აკვირდებოდნენ. გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყო და ამ დღეს 16575 აბიტურიენტი გამოიცდება.
მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც მეორე
სესიისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ
სურგულაძე გაეცნო.
აჭარის რეგიონში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს, ერთი ბათუმში, ერთი ხულოში.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აკვირდება.
ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქართულ ენასა და
ლიტერატურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ნოდარ სურგულაძე აკვირდებოდა. გურიის რეგიონში ერთი საგამოცდო ცენტრი
ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
საქართველოს ნაკრები გუნდები საერთაშორისო
ოლიმპიადები 2012-სთვის ემზადება. ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და
ბიოლოგიის ოლიმპიადებზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 19
მოსწავლე გაემგზავრება.
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების
შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი
ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო
კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.
გამოცდები მთელი
საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს, პედაგოგებისთვის კი - 2
ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის
ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულმა
მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მცხეთა-თიანეთის რეგიონის საჯარო
სკოლების 17 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცა.