მთაწმინდის პარკში ადრეულ ასაკში
განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა. კვირეული რამდენიმე
დღეს გასტანს და ბათუმში საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიება განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
ორგანიზებით
იმართება.
დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო
საჯარო სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო
კლუბი „21 საუკუნე“, რომელმაც USAID -ის
ფარგლებში სასკოლო მედია-ცენტრ „ლიბერტას“
პრეზენტაცია მოაწყო ღონისძიების სლოგანი იყო „მომავალი იწყება აქ“.
განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც
საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის
მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა.
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის უცხოელი მოხალისე
მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2011-2012 სასწავლო წელი,
სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იმ პირველკლასელთა
მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც
2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი
წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა
რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროექტ
”Summer Job”-ში მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში 4
ივნისის დამატებითი რეგისტრაციით ჩაერთვნენ.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის,
ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის,
სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი
საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
ზესტაფონის
რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლა
აშენდება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზესტაფონის რაიონის
მასწვლებლებსა და სკოლის დირექტორებს
შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ
სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მასწავლებელთა შეკითხვებს
უპასუხა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური
უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5
დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და
მოსწავლეებს წარუდგინა.
ბოლო დროს უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან კვლავ
ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხრიდან ე.წ ყალბი ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით და რითაც მათი მხრიდან გრძელდება მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის
მიზნით.