საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის
ამერიკული აკადემიის
ახალი კორპუსის საძირკველის ჩაყრის ცერემონიალს დაესწრო. თანამედროვე
სტუდენტურ კამპუსს კომპანია ”ლისი დეველოპმენტი” აშენებს ლისის ტბის
ტერიტორიაზე.
ქუთაისის სკოლის მანდატურებმა და კომპანია
„ბერტამ“ სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები
მოინახულეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები
გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაული მიულოცა და დაასაჩუქრა.
გია მამულაშვილმა ბავშვებს სათამაშოებთან ერთად საბავშვო ჟურნალი ”ჯუნიორიც” გადასცა.
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრმა
დიმიტრი
შაშკინმა
და
საქართველოს
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
საქმეთა
მინისტრმა
ლადო
ვარძელაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ
ტურიზმის მიმართულებით დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტები
წარადგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების
ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის №198 საჯარო სკოლის
მოსწავლეებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და
ტკბილეული გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №161 საჯარო სკოლაში ”თვალის სნეულებათა
კლინიკა მზერას” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა კლინიკის
გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახლი საჯარო სკოლა გახსნა. პრეზიდენტმა სკოლების რეაბილიტაცია და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო. 2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 4 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა
გილაურის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ყოველთვიურად სკოლებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების
აქციები მოეწყობა. მასში მონაწილეობას
სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები (მათ შორის ცნობილი) მიიღებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ახალციხის №7 სკოლა-პანსიონის
აღსაზრდელებს ლამაზი დღე აჩუქა. ცენტრის ინიციატივით, სკოლა-პანსიონის
აღსაზრდელები და მათი პედაგოგები თბილისში ერთი დღით ჩამოვიდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის (IT) 40-მდე წარმატებულ
კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა, ყველა მათგანი უკვე დასაქმებულია.
ღონისძიებას იმ კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სადაც
კურსდამთავრებულები მუშაობენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების
დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები
გამოაცხადეს.
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება.
ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ახალი
ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.