საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით ახალ კონკურს ”გახდი ავიატორი” იწყებს.