საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ნ. დუმბაძის სახელობის
სახელმწიფო საბავშვო თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ცენტრში შექმნილი ”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების
სცენარების” მიხედვით დაიდგა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი
ნადარეიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF–ის წარმომადგენელმა რულანდ
მონაშმა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების
სამთავრობო სამოქმედო გეგმისა“ და
პროფესიული გადამზადების ფარგლებში, ხელი მემორანდუმს მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების
საქმიანობის შესწავლას იწყებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი
აკადემიური მოსწრება აჩვენეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნოპარკის პრეზენტაციას დაესწრო.
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში 200-მდე აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ კოლეჯში ”აისი” გაიმართა
ერთდღიანი კონფერენცია თემაზე: ”პროფესიულ კოლეჯებს შორის საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარება”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის
რეგიონალური ცენტრის მიერ გაწეული
საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური
ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის
განათლების მინისტრს მისარ მარდანოვს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ
სურგულაძე მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულთა
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე,
მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე,
საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო
მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გურამ
თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი,
კრიმინალისტიკისა და ტელე-რადიო ლაბორატორიები გახსნა.