Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
16/09/2016
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
16/09/2016

ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლებში ვიზიტებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის N64 საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო წლის დაწყება ამ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა.

15/09/2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რამდენიმე დღის წინ, ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა. უახლესი აღმოჩენა ძვ. წ. XI-X საუკუნეებით თარიღდება. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალ არტეფაქტებს გაეცნო.
15/09/2016
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის მე-60, 186–ე, 112–ე საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლას „პოლიგლოტი“ ეწვია და სკოლის წარმომადგენლებს პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
14/09/2016
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ლევონ მკრტჩიანი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს დიასპორის განყოფილების უფროსი ბატონი კარენ მნაცაკანიანი.
14/09/2016
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ლევონ მკრტჩიანის ხელმძღვანელობით. 
13/09/2016
საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო ამოქმედდება. დღეს, დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევასთან, საქმიანობის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, დირექტორთა სამუშაო ჯგუფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდნენ.
13/09/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ანაკლიაში „მომავლის ბანაკს" ეწვივნენ.
12/09/2016
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის სხვა წევრები, მეცნიერები და განათლების სისტემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
12/09/2016
გაცნობებთ რომ განათლების განვითარების პლატფორმის მორიგი შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრში.
10/09/2016

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული, საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

09/09/2016
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო ტრენინგების ციკლი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“.
09/09/2016

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.

09/09/2016

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 8 სექტემბრის №888 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პოგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარმოსადგენი სპეციალური ანკეტა-კითხვარის ფორმა და ასევე განისაზღვრა მისი წარმოდგენის ვადები.

08/09/2016
ინტერბიზნესის აკადემიის ინიციატივით, პროფესიული განათლების სამართლის მიმართულების პროგრამების განხილვის მიზნით, საქართველის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >