შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თემაზე:
„მე და ჩემი სკოლა“ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური
საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების
პრეზენტაციებს გაეცნო, სადაც ბავშვებმა მინისტრს საკუთარი ხედვა წარუდგინეს
და მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრის პასუხები მოისმინეს.
„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, ოთხი საჯარო სკოლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი მოემსახურება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ამის შესახებ N87 სკოლაში განაცხადეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია: ,,ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი’’ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 36 პრაქტიკანტს, რომლებმაც
სტაჟირება
სამინისტროში გაიარეს სერტიფიკატები გადასცა და კარიერაში
წინსვლა
და
წარმატებები
უსურვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრაქტიკანტთა სტაჟირებას რამდენიმე
წელია
აქტიურად
ახორციელებს
და
პარალელურად,
ხელს
უწყობს
მათ
დასაქმებას.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა
თამარ სანიკიძემ
და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა
ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლებული
სპორტული დარბაზი
მოინახულეს.
საქართველოს
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი
„ქართული ეთნოგრაფიული სამოსის“ გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან
ნატრიაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის
(IOM) მხარდაჭერით იმართება და 3 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს
ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან. სწორედ მიმდინარე რეფორმისა და ევროკავშირის მხარდაჭერის ,,საჯარო
ფინანსების მართვისა და პოლიტიკის რეფორმის“ პროექტის
ფარგლებში სამინისტრო
ერთ-ერთი პირველი იწყებს ეფექტიანობის პილოტური აუდიტის განხორციელებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქობულეთში მასშტაბურ სამდღიან კონფერენციას მართავს. კონფერენციის თემაა ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სისტემა - გამოწვევები და პერსპექტივები”.
27 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის
80 წლისთავისადმი
მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
გორის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა შიდა ქართლში,
რომელმაც არაერთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ღვაწლმოსილი
პედაგოგი აღუზარდა სამშობლოს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოვიჟენს“ შორის.
2015 წლის 10-17 ნოემბერს, პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება გაიმართა.
სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობების გასამყარებლად და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (სსტც) აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კლივი და ცენტრის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები. დელეგაციის წევრებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი და სამინისტროს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გნერალური დირექტორი მარინა ჩიტაშვილი შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა,
რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან
ნატრიაშვილმა გახსნა. შეხვედრაში სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებათა რექტორები, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდის თანამშრომლები და მოწვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ 40 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო.