გაეროს განვითარების
პროგრამის პროექტის „უნარები დასაქმებისთვის-მეორე ფაზა“ ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯში
„იბერია“ და პროფესიულ
კოლეჯში „ფაზისი“
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ISO 9001-2008 განხორციელდა, რაც
უპრეცედენტო შემთხვევაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო აღიარების
თვალსაზრისით საქართველოში. 2015 წლის ივნისში, საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოს
(TUV) მიერ,
აღნიშნული კოლეჯების სერტიფიცირება ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტში, რის
შედეგადაც, მათ მიენიჭათ საერთაშორისო სერტიფიკატი.