Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
30/10/2015
2015 წლის ოქტომბერში დაიწყო საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი”, რომლის ფარგლებშიც ოქტომბერში ჩატარდა “ეტალონი-თბილისი”. ამ ეტაპზე პროექტში თბილისის 4 რაიონის სკოლები ჩაერთვნენ: გლდანი, ჩუღურეთი, მთაწმინდა და დიდუბე. დანარჩენი 6 რაიონის სკოლები 2016 წელს მიიღებენ მონაწილეობას ინტელექტ-ჩემპიონატში.
30/10/2015
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის დასკვნითი შეხვედრები ქალაქ ბერლინში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს საელჩოში გაიმართა. თამარ სანიკიძე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ფერერიკ კიდშელს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განათლების პროექტის ხელმძღვანელს ჰანელორე კრესს შეხვდა. 
29/10/2015
მიმდინარე წელს თბილისის 115 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 50 სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, წლის ბოლომდე ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ხოლო ახალი წლიდან დედაქალაქში კიდევ ორი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რიგ სკოლებში დღესაც ხორციელდება ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის.
29/10/2015
საქართველოს დელეგაცია პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შტუტგარტში, ბადენ ვუტენბერგის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კოლეგას, მანფრედ შტელეს შეხვდა.
28/10/2015
საქართველო მასპინძლობს რეგიონულ ფორუმს სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ეროვნული ბაზრების განვითარების საკითხებზე. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
28/10/2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგი საქართველოში”. კონფერენცია პროექტის „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო ინკლუზიური განათლების სფეროში მონიტორინგის ინსტრუმენტის / ინდიკატორების შემუშვება.

 

27/10/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინიძე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის 63-ე ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.
27/10/2015
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია გერმანიაში იმყოფება. დელეგაციის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ხელმძღვანელობით, ბავარიის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სამინისტროში სახელმწიფო მდივანს გეორგ აიზენრაიხს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ განხილული იქნა პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამა.
26/10/2015

ახალ სასწავლო წელს სკოლის მანდატურები 3 რეგიონის 8 საჯარო სკოლაში პირველად შევიდნენ და თავიანთი  მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.  მანდატურის სამსახური ამოქმედდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალის საჯარო სკოლაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვება, ყარაჯალასა და ქესალოს საჯარო სკოლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლებში. 

25/10/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს სრულად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსაწვლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. სასწავლო კორპუსი, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო სრულიად განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
24/10/2015
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. დღეს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის მშობლიურ ჩარგალში, სასკოლო თეატრალური ფესტივალის მონაწილე მოსწავლეები ჩავიდნენ. მათ ვაჟა-ფშაველას სახლ–მუზეუმში მოწყობილ სცენაზე ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარმოადგინეს და თავიანთი ლექსებიც წაიკითხეს.
24/10/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად შეხვედრა მარტვილის რაიონის სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან გაიმართა. მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ბოლო პერიოდის ძირითად სიახლეებზე და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
23/10/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.
22/10/2015
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ ნახევარფინალისტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერინ კლემენტიმ მიმართეს.
21/10/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს  წაჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. დღეს, მინისტრმა ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ  ქუთაისში მდებარე აფხაზეთის  მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >