20-27 აგვისტოს ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ოფისში მრავლობითი დარღვევის მქონე მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების ადრეული ჩარევის სპეციალისტების ტრენინგ-კურსი ტარდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანი" გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. "მარიანი" მხედველობის დარღვევის მქონე პირთა განათლების, რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს და მისი პარტნიორები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გერმანული ფონდი "თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრები" არიან.