საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ
ქეთევან ნატრიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა
ალექსანდრე იოსებაშვილმა,
პროფესიული კოლეჯის
„იბერია“ სტუდენტებთან და
პედაგოგებთან ერთად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს, სადაც
მალე სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები
ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ.