პროფესიული
განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა
2012 წლის 20 მარტიდან დაიწყო და 20
აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება
და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი სტუდენტები რეგისტრირდებიან.
2012 წლის ერთიან ეროვნულ
გამოცდებზე 2011 წელთან შედარებით ორჯერ მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა. წელს, ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი არჩევანს ახალ
პროგრამაზე აკეთებს, მაშინ როდესაც პროექტის დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო.
საქართველოში პირველად, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია
გაიმართა. კონფერენციის მიზანი ინკლუზიური განათლების ძირითადი
მიმართულებების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ელიზაბედ დაჰლეს და
ნორვეგიის ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანში ელინგ შონსბერგს შეხვდა.
დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების
პროგრამა ”Summer Job”-ზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის
მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული
და წელს პირველად ხორციელდება.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა
73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ
ენაზე გააკეთა.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუსმინეს, რომელმაც სისტემაში გატარებულ და
უახლოეს პერიოდში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის 2012 წლის ძირითად
პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან
ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online რეგისტრაციის პროცესი
დასრულდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა,
ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს.
პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ ფარგლებში
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა.
საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია
მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში
წარადგენენ.
რეფორმების გასაცნობად ამჯერად, საქართველოში
ბრაზილიელი სენატორი
კრისტოვამ ბუარკე ჩამოვიდა. სენატორს დღეს,
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად
გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო
დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი) შეიქმნა. კატალოგში
შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მენიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია და ქვემო
ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ჟვანიას
სკოლაში 82 დირექტორი ამჟამად, ქართული ენის ინტენსიური სწავლების
კურსს გადის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ქუთაისის
საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების რამდენიმე მსურველს 1000 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.
კიდევ ერთი მასწავლებლის სახლი საქართველოში - ქუთაისის მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა.