პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა
სეფერთელაძე და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ
ჭიაბერაშვილი პროფესიული განათლების ცენტრ „იკაროსს“ ეწვივნენ.
სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, თბილისის კლასიკური
გიმნაზიის უფროსკლასელები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო
ლექციას და საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშის ”სასამართლო” პრეზენტაციას
დაესწრნენ.
საქართველოში
მიმდინარე ანტინარკოტიკულ კამპანიაში უმაღლესი სასწავლებლები
ერთვებიან. დღეს, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუ-ს სტუდენტური
თვითმმართველობის ორგანიზებით, ანტინარკოტიკული აქცია, სიმბოლური სახელით - “sport VS drugs” გაიმართა.
ახალი სასწავლო წლიდან თელავში ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლა
გაიხსნება. სკოლა თელავის № 3 საჯარო სკოლის ბაზაზე ამოქმედდება და მას
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,Summer job’’-ის რეგისტრაცია სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს პროგრამაში დარეგისტრირებისთვის ერთვიანი პერიოდი ჰქონდათ გამოყოფილი, ვაკანტური სამუშაო ადგილები თითქმის ერთ დღეში შეივსო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველ სოციალურად დაუცველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
დღეიდან პროექტში ”სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო
არდადეგებზე” მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.summerjob.ge-ზე მიმდინარეობს და 20 მარტიდან 20 აპრილამდე გაგაგრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ
სასახლეში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა და
საზაფხულო დასაქმების პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა,ასევე
უმნიშვნელოვანესი უწოდა პროფესიული განათლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე
გადასვლას.
2012
წლის 20 მარტიდან საიტზე - www.summerjob.ge პროექტის
,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” მონაწილეთა
დარეგისტრირება იწყება.
19 მარტიდან პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება იწყება.
პროფესიული განათლების მიღების მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან
ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.
2012
წელს
პირველად,
საბუნებისმეტყველო
საგნების
სერტიფიცირებული
პედაგოგები
გამოცდას
ფიზიკის,
ქიმიისა
და
ბიოლოგიის
ექსპერიმენტულ
ნაწილში
ჩააბარებენ
და
დამატებით
75 ლარს
მიიღებენ.
სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების განვითარებაა. შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს.
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება. №24 საჯარო სკოლის
მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.