საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გიგა შუშანიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო
სკოლების 200 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
რუსი ექსპერტი და
მწერალი ლარისა ბურაკოვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს უშუალოდ გაეცნო
და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ”მომავლის კლასს”, პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსსა” და მასწავლებლის სახლს ეწვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 150
მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუს ექსპერტსა და მწერალს ლარისა ბურაკოვას
შეხვდა. ლარისა ავტორია წიგნისა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, რომელიც ორი წლის წინ
გამოვიდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პროექტების
კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით.”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულებს
პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯში ,,სპექტრი’’
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ვაუჩერული დაფინანსების პროექტის მეორე
ეტაპზე დარეგისტრირებულ მსურველებს შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა
უახლესი სიმულატორებით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, შემდუღებლების,
მეფილეებისა და ელექტრიკოსების რეაბილიტირებული სახელოსნოები.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო
და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა
სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო
აეროპორტიდან პოლიციის შენობებში გადაიტანეს.
ინფორმაცია გაცდენებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში
არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, მოსწავლისთვის ნიშნის დაკლება
განისაზღვრება იმავე წესის მიხედვით, რაც ცნობილი იყო სასწავლო წლის
განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციისთვის და მოსწავლეებისთვის. საგნობრივი
საათების გაცდენის გამო ნიშნის დაკლება სემესტრის მიხედვით ამოქმედდება
მომავალი სასწავლო წლიდან.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა
გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს
წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების
ახალი, “8+1“ მოდელი განიხილეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000
ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ
პროფესიას დაეუფლოს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ–ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის პროფესიულ
კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო
საწარმოებისათვის აუცილებელი კადრები
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “ 8+1“ მოდელი გააცნო.