საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ერთ-ერთი პირველია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც ონლაინ დახმარების
მომსახურეობა აამოქმედა. დღეს, პროგრამის მუშაობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად გაეცნო.
მანდატურები და 175-ე საჯაროს კოლის მოსწავლეები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს ეწვივნენ. მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად მსახიობი მზია არაბულის მიერ წაკითხული ვაჟა ფშაველას ლექსები მოისმინეს. ღონისძიება ვაჟა-ფშაველას კვირეულთან დაკავშირებით მოეწყო.
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში
საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
საქარათველოს
პრემიერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და
დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის 10 პუნქტიანი
სამოქმედო გეგმა.
მანდატურები იაშვილის კლინიკაში
არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ. მანდატურებმა
ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი
დღე მათთან ერთად გაატარეს. ღონისძიების
ფარგლებში მანდატურებმა და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა ”ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში” გამართულ სემინარში მიიღო
მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური №77
საჯარო სკოლაში გამართულ ქიმიის ლექცია-გაკვეთილს დაესწრნენ.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით სკოლებში
მიმდინარეობს ტექნიკური საგნების გაძლიერებულად სწავლება, ხორციელდება
სკოლებისა
და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების
სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით აღჭურვა.
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი პედაგოგებს შეხვდა. გია მამულაშვილი რუსთავის
№13-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს მათი საჭიროებების შესახებ ესაუბრა და მათ
მასწავლებლის სახლის კონცეფცია გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სკოლა-ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესში”
სახალისო მათემატიკის
პროგრამის - IXL პრეზენტაციას გაეცნო. პრეზენტაცია
მეოთხეკლასელებთან გაკვეთილის ფორმატში წარიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი
ტატიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის
საჯარო სკოლების 80-მდე მეათეკლასელს
პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი პირველ
ექსპერიმენტალურ სკოლაში ბიოლოგიის შემაჯამებელ ინტერაქტიულ გაკვეთილს
დაესწრო. გაკვეთილი უახლესი
ტექნოლოგიებით აღჭურვილ
ჯეოსელის კლასში ჩატარდა.
2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოსა და
ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის პროექტი ,,დავეხმარებით
პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში“ ამოქმედდება.
მანდატურებსა
და გლდანის
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონოთეატრმა ამირანმა უმასპინძლა. ღონისძიების
ფარგლებში ბავშვებმა მხატვრული ფილმი „სამი მუშკეტერი“ იხილეს. მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.