პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი მორიგი სასკოლო სასადილო გახსნეს.
2010 წლის აპრილში იაპონელი და ქართველი
ფიზიკოსების თანამშრომლობის მიზნით, იაპონიის მაღალი ენერგიების
ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (”კეკ”-ი) და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების
ჩარჩო-მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა
ზურაბ არსოშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
დაფინანსებით რეაბილიტირებული, სოფელ
ძევერას საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია
მამულაშვილმა მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ბრიფინგი
გამართეს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაიწყებისადმი
მიძღვნილ ღონისძიებას ბევრი საპატიო
სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, მან სტუდენტებს
სწავლის დაწყება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
,,ქართველ მეცნიერთა ფორუმის”
ფარგლებში, 20-21 სექტემბერს,
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ორდღიანი პლენარული სესია გაიხსნა. სესიის
გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
დაესწრო.
20 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
სტუდენტებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა და თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
დიმიტრი შაშკინსა და განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტს ტატო შავშიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა
გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო
აკადემიის რეაბილიტირებული
სასაწავლო გემი
,,აკადემია’’ მოინახულეს.
2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო
გეგმაში,
სხვა სიახლეებთან ერთად, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა.
ელექტროენერგეტიკის
დარგში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
სტუდენტების მოსამზადებლად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი უნიკალური ცენტრი ჩამოყალიბდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების
პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი და ლიბერთი ბანკის გენერალური
დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო
გურგენიძე “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისში
სერთიფიცირებულ მასწავლებლებს შეხვდნენ და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ხულოს
რაიონის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის 25 წარჩინებულ მოსწავლეს,
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში
პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობით,
საქართველოს პრეზიდენტმა
სამი მსჯავრდებული არასრულწლოვანი შეიწყალა და პატიმრობიდან გაანთავისუფლა.
მერაბ მინდელმა,
ლევან დუმბაძემ და რატი დარბაიძემ
ერთიანი ეროვნული
გამოცდები ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.