საქართველოში ,,ტურინის პროცესი (TRP)“ ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ,,ტურინის პროცესი (TRP)“ პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ახდენს სისტემის მონიტორინგს და შეფასებას პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად.
მანდატურის სამსახური რეგიონებში ფართოვდება. ახალქალაქისა და ნინოწმინდის რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდატურები პირადად წარუდგინეს სკოლებს. უახლოეს მომავალში სამცხე–ჯავახეთის კიდევ რამდენიმე სკოლაში ამოქმედდება მანდატურის სამსახური.
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ორგანიზებით ქართველი და ესტონელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა საშუალო საფეხურზე“.
2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე საქართველო პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ოლიმპიადას ქიმიაში (IChO-48), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 76 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე.
„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც ახორციელებს „ევროსტუდენტის“ საერთაშორისო კონსორციუმი. კვლევის მიზანია შეისწავლოს ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და გამოავლინოს სტუდენტების წინაშე მდგარი გამოწვევები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს. პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი პარტნიორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულ კანდიდატებს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და თავდაცვისა მინისტრებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის სკოლაში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების - ზურაბ ფეიქრიშვილისა და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალური დაფები გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთკავკასიაში” ფარგლებში, წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან(GIZ).
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ისაუბრეს
სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სამომავლო გეგმების განხილვის, არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იულიხის კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრები გამართეს.
კერძო სექტორი მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის ახალ ეტაპს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ, პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მათ შორის დუალური განათლების დანერგვის შესახებ, კერძო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. გამორჩეულია სამინისტროს დამოკიდებულებაც ამ ხეობის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონის სოფელ დუისის, ახმეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500 აღემატება.