საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ მიღებაზე
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროგრამის –“ასწავლე და
ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ 50 უცხოელ პედაგოგს
შეხვდნენ.
დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ უცხოელ პედაგოგებს დახვდა, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული
ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში (IT) ვებ. ტექნოლოგიების
სტუდენტების მიერ დამზადებული
40 საჯარო სკოლის
ვებ–გვერდების პრეზენტაციას გაეცნო
და მათ შორის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ კონკურსში - ”Junior-საქართველოს საზაფხულო
სკოლა” გამარჯვებული მოსწავლეები, საუკეთესო უცხოენოვანი ესსეების შექმნისთვის
სიგელებითა და ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საზაფხულო სკოლის საგზურებით
დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ
მოსწავლეთა სკოლებს ფულადი პრემიები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი თბილისის №92 საჯარო სკოლას ეწვია და იმ სასწავლო-შემეცნებით, საკითხავ და დიდაქტიზებულ 100-ზე მეტი
დასახელების ინგლისურენოვან ლიტერატურას გაეცნო, რომელიც განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტმა ტატო შავშიშვილმა სკოლის
ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჟურნალისტებისთვის მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრის განახლებული საიტის - www.tpdc.ge პრეზენტაცია გაიმართა.
წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო
სკოლის მოსწავლეთა შორის ინგლისურ პოპულარულ თამაშში -
კრიკეტი (Cricket) ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის
მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების
დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ -
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით
ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის, ტვინინგის პროექტის –
‘შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის მიზნების
განსახორციელებლად’- ფარგლებში გრძელდება სამიტებისა და სემინარების ციკლი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ეწვია. პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელს დიმიტრი
შაშკინსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის
(GAU) კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში
მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ
საქართველოს ნაკრების
წევრებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ირაკლი პეტრიაშვილთან
სისტემაში მიმდინარე
სიახლეებზე და მომავალ გეგმებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზაფხულო სკოლის იმ 36 მოსწავლესშეხვდა,
რომლებიც მიმდინარე წლის 24
ივლისისთვის გაერთიანებულ
სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირით
გაემგზავრებიან.